Sunday, November 24, 2013

სასწავლო პროექტი- ტარტარენი და ლუარსაბი
პროექტის იდეა: მე-7 კლასში ისწავლება ნაწყვეტები ნაწარმოებებიდან- ილია ჭავჭავაძის ,,კაცია ადანიანი?!" და ალფონს დოდეს ,,ტარტარენ ტარასკონელი". მოსწავლეებისაგან წამოვიდა იდეა დაემეგობრებინათ ეს პერსონაჟები ერთმანეთთან
აქტუალობა:  მოსწავლეები გააქტიურდებიან , დაინტერესდებიან  თუ რისი შექმნა შეუძლიათ
პროექტის მიზნები:  მოსწავლეები მეტად ჩაუღრმავდებიან ტექსტს, შეადარებენ პერსონაჟებს ერთმანეთს,   განუვითარდებათ ფანტაზიის უნარი,
მონაწილეთა ასაკი : მე- 7 კლასი
პროექტის ხანგრძლივობა: ერთი კვირა
მოსალოდნელი შედეგები:  კედლის გაზეთი ნახატებით, ტექსტებით პერსონაჟთა დამეგობრების და შემდგომი ცხოვრების შესახებ.
საჭირო რესურსები: სახელმძღვანელო, პოსტერი, მარკერები, ფანქრები,
პროექტის მსვლელობა:
1-ლი აქტივობა- ტექსტების შექნა
მე-2 აქტივობა - ნახატების შექმნა
მე-3 აქტივობა - პოსტერის აწყობა და თვალსაჩინო ადგილზე გაკვრა

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი

 ქართ. VII. 7. მოსწავლეს შეუძლია  სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა და ახსნა.
                           
ქართ. VII. 11. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი ტექსტების შექმნა სხვადასხვა  მიზნით. 
                        
პროექტის ხელმძღვანელი: ნინო თაგვაძე
ელ-ფოსტა: tagvadze.nino6@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი http://tagvadzenino.blogspot.com/

Saturday, November 23, 2013

პირველი ჩანაწერი

 მივესალმები უსაზღვრო სივრცეს...

დღეს გავხსენი ჩემი ბლოგი ტრენინგზე ქალბატონ მაია უფლისაშვილთან. იმედია დამეხმარება შემდგომ მუშაობაში და პროფესიონალიზმის ამაღლებაში.